Thumbnail
  • ბრაზილიელთა სუპერვარსკვლავი ვარჯიშზე დაშავდა
  • ნეიმარმა 5 ივნისს, შესაძლოა, ვერ ითამაშოს

ბრაზილიის ნაკრების ბანაკიდან ‘სელესაოს’ ქომაგებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. კოპა ამერიკაზე ბრაზილიელთა მთავარმა იმედმა, ნეიმარმა, ოთხშაბათს თანაგუნდელებთან ერთად ვერ ივარჯიშა.

პარი სენ-ჟერმენის 27 წლის სუპერვარსკვლავმა სამშაბათს, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, საწვრთნელი პროცესი შეეწყვიტა. ნეიმარი მოედნიდან ფიზიოთერაპევტებმა გაიყვანეს. როგორც ჩანს, ტრავმა არცისე მსუბუქია, რადგან ნეიმარმა ოთხშაბათს საერთოდ ვეღარ ივარჯიშა. 

Neymar limps out of Brazil training

ANOTHER injury for Neymar? 😲🤕 📽: Canal WAMO

Posted by Goal.com on სამშაბათი, 28 მაისი, 2019

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა იანვარში მიღებული ტრავმის შემდეგ, პსჟ-ში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. 5 ივნისს ბრაზილიის ნაკრებს ყატარის ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ნეიმარი ამ შეხვედრაში მონაწილეობას. კოპა ამერიკა 14 ივნისს იწყება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და ‘სელესაოს’ კაპიტნად დანი ალვეში დანიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები