Thumbnail

ეროვნული ლიგა | ბათუმის დინამომ სიონი გაანადგურა, ლოკომოტივმა ჩიხურას მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბთ. 5:1 სიონი
  • ლოკომოტივი 2:0 ჩიხურა

ეროვნული ლიგის მე-16 ტური ორი მატჩით დასრულდა: ბათუმში ადგილობრივმა დინამომ ბოლნისის სიონი 5:1 გაანადგურა, თბილისში კი ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურას 2:0 მოუგო.

სატურნირო ცხრილს ისევ ორი ლიდერი ჰყავს: ბათუმის დინამო და თბილისის საბურთალო. ბათუმელები განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე ასპარეზობენ და როგორც მოსალოდნელი იყო, სიონთან დაგეგმილი სამი ქულა აიღეს. დუბლი შეასრულა ვლადიმერ მამუჩაშვილმა, თითო გოლი კი გაბრიელ რამოსის, ბენჟამინ ტეიდის და ნიკოლოზ საბანაძის ანგარიშზეა. ერთადერთი საპასუხო გოლი რომან ჩაჩუამ შეაგდო. როგორც ყოველთვის, ბათუმში შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, გულშემატკივარმა კი არაერთი ეფექტური გოლი იხილა.

ლოკომოტივმა ბოლო ხუთ წუთში გაუტანა ორი გოლი ჩიხურას და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ჯერ შოთა შეყილაძემ გაიტანა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე კი ირაკლი სიხარულიძემ.

ლოკომოტივი 2:0 ჩიხურა

შოთა შეყილაძისა და ირაკლი სიხარულიძის გოლები "ჩიხურას" კარში

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, "ლოკომოტივმა" თავის საშინაო მოედანზე საჩხერის "ჩიხურა" 2:0 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. #GoLocoGo

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2019

სატურნირო ცხრილს 34-34 ქულით ბათუმის დინამო და საბურთალო ლიდერობენ, 27 ქულა აქვს ტორპედოს, 26 თბილისის დინამოს, ლოკომოტივი კი 21 ქულით მე-6 ადგილზეა.

დინამო ბთ. 5:1 სიონი

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (38), 2:0 რამოსი (62-პენ.), 3:0 ტეიდი (66), 4:0 მამუჩაშვილი (77), 4:1 ჩაჩუა (85), 5:1 საბანაძე (90).

ლოკომოტივი 2:0 ჩიხურა

გოლები: 1:0 შეყილაძე (85), 2:0 სიხარულიძე (90).

კომენტარები

ბოლო ამბები