Thumbnail

'ეს დამშვიდობებაა' - ედენ აზარი ჩელსიში კარიერას ტრიუმფით ასრულებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ედენ აზარის კომენტარი ფინალის შემდეგ
  • ბელგიელმა ჩელსიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბაქოს "ოლიმპიურზე" ევროპალიგის ფინალში მაურიციო სარის ჩელსიმ 4:1 მოუგო არსენალს და ტიტულს დაეუფლა. ამ შეხვედრის მთავარი გმირი ჩელსის ბელგიელი ლიდერი ედენ აზარი იყო, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი შეასრულა. 

აზარი მატჩის ბოლოსწინა წუთზე ოვაციების თანხლებით გამოცვალეს. "გადაწყვეტილება 2 კვირის წინათ მივიღე. ვფიქრობ, ეს დამშვიდობებაა. ვფიქრობ, ახალი გამოწვევების დროა", - განაცხადა ბელგიელმა.

"ჩვენ ვიცით, რომ კარგი ფეხბურთელები ვართ და ერთად კარგი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ჯერ არ ვიცი, რა მელის მომავალში, რადგან დღეს ჩემი მიზანი ტიტულის მოგება იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდი შებოჭილი იყო იმის გამო, რომ ფინალში თამაშობდა. ჩემი აზრით, კარგი საღამო მას მერე დაიწყო, რაც ოლიმ მატჩის პირველი გოლი გაიტანა. ამის მერე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებთან ერთად ევროპალიგის ტიტულს ვზეიმობ". 

დიდი ალბათობით, ედენ აზარი 4 ივნისამდე მადრიდის რეალთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ედენ აზარი ლონდონის ჩელსის ღირსებას 2012 წლიდან იცავს, კლუბთან კონტრაქტი კი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები