Thumbnail

Pokemon Sleep - თამაში მათთვის, ვისაც ძილი ძალიან უყვარს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Pokemon Sleep ხელმისაწვდომი 2020 წელს იქნება
  • თამაში ინოვაციურ იდეაზეა დაფუძნებული
  • Pokemon Company სხვა სიახლეებსაც აანონსებს

თუკი დღის საათებს ისედაც გეიმინგში ატარებთ და გართობა მაინც არ გყოფნით, Pokemon Company-ს თქვენთვის კარგი სიახლე აქვს. სულ მალე, მაშინაც კი მოახერხებთ თამაშს, როდესაც გძინავთ.

კომპანიამ ვიდეო თამაში - Pokemon Sleep დღეს დააანონსა. რევოლუციური იდეა 2020 წელს განხორციელდება და ზუსტად იგივე იქნება მძინარე 'მოთამაშეებისთვის', რაც Pokemon Go იყო სეირნობის მოყვარულთათვის.

Pokemon Sleep-ის სათამაშოდ Nintendo-ს მიერ შექმნილია ახალი მოწყობილობა დაგჭირდებათ, რომელსაც Pokemon Go Plus + ჰქვია. მოწყობილობა ისევე იმუშავებს, როგორც Pokemon GO Plus მუშაობდა, მაგრამ მას ძილის მონიტორინგისთვის განკუთვნილი აქსელერომეტრი (ამაჩქარებელი) და გინეკოპია ექნება. სწორედ Pokemon Go Plus + შეაფასებს იმას, თუ როგორ, რამდენი ხანი, რამდენად კარგად გეძინათ და რამდენად სწორ დროს იღვიძებთ. შესაბამისად, მოთამაშე ქულებსაც ამ მონაცემების საფუძველზე მოიპოვებს.

'თამაშის იდეა მარტივია - ჩვენი მიზანია მოთამაშეებს დილით გაღვიძება უხაროდეთ,' - განაცხადა ცუნეკაზუ იშიჰარამ, რომელიც Pokemon Company-ს პრეზიდენტია.

მათ, ვინც Pokemon GO-ს დღემდე თამაშობს, გაახარებს ის ფაქტი, რომ ახალი თამაშის ანონსის აღსანიშნად, სამი ივნისის ჩათვლით Snorlax-ის პოვნის მომატებული შანსი აქვთ.

Pokemon Sleep-ზე ზუსტად ის იაპონური კომპანია - Select Button მუშაობს, რომელმაც საკმაოდ წარმატებული Magikarp Jump Game შექმნა. Pokemon-ის სამყაროს მოყვარულებს კი ის ფაქტიც გაახარებთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენს მიერ ნახსენები თამაშის გარდა, Detective Pikachu-ს და Pokemon Masters-საც იხილავენ.

Pokemon Masters მობილური თამაში იქნება

 

კომენტარები

ბოლო ამბები