Thumbnail
  • დრაფტზე მე-15 არჩევანის უფლება დეტროიტ პისტონსს აქვს
  • ზაზა ფაჩულია და გოგა ბითაძე ერთ გუნდში?

20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია, რომელიც ჩვენთვის ძალზე საინტერესო მოვლენაა - დიდი ალბათობით, პირველ წრეში 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს რომელიმე კლუბი აირჩევს. რომელი და რომელი ნომრით მოხდება ეს, ჯერ არავინ იცის. 

დღეს Bleacher Report-მა სადრაფტო პროგნოზი განაახლა და ბითაძესაც სავარაუდო ნომერი შეუცვალა. გამოცემის აზრით, გოგას მე-15 ნომრად... დეტროიტ პისტონსი აირჩევს. მოგეხსენებათ, ამ კლუბში ზაზა ფაჩულია თამაშობს. ამ სეზონში ქართველი ვეტერანი ანდრე დრამონდის შემცვლელი იყო. ის საშუალოდ 3.9 ქულასა და 3.9 მოხსნას აკეთებდა.

20 ივნისს გოგა ბითაძეს დეტროიტი ირჩევს?

30 ივნისიდან ფაჩულია დეტროიტის კალათბურთელი აღარ იქნება. ის თავისუფალი აგენტი ხდება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ზაზა სხვა კლუბში წავა. ასე რომ, თუკი გოგას დეტროიტი მართლა შეარჩევს, ის და ზაზა მხოლოდ სიმბოლურად იქნებიან თანაგუნდელები... 10 დღით. 

30 ივნისს ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ხდება

ანდრე დრამონდი ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. ის საშუალოდ 17.3 ქულასა და 15.6 მოხსნას აკეთებს. ანდრე საშუალოდ 33:30 წუთს თამაშობს. გამოდის, რომ გოგამ დარჩენილი 15 წუთისთვის უნდა იბრძოლოს. 

აი, რას წერს ბითაძეზე Bleacher Report: "მას მერე, რაც სერბეთის ლიგაში გოგა ბითაძე საშუალოდ 19.8 ქულას აგდებდა, ის ამერიკაში ჩამოვიდა ვორქაუთებისთვის. მისი შედეგიანობა იმიტომ გაიზარდა, რომ გოგა უკეთ ესვრის სამქულიანებს და ფარქვეშაც უკეთ ასრულებს შეტევებს. რომელმა გუნდმაც არ უნდა აიყვანოს ბითაძე, მისმა ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ მეტოქეებმა დაცვაში მის წინააღმდეგ pick-and-roll-ს მიმართონ". 

კომენტარები

ბოლო ამბები