Thumbnail
  • 24 ივნისს სუმოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება
  • რა შანსი აქვს გაგამარუს

ნაცუ ბაშო დასრულებულია - ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მიაღწია დასახულ მიზანს - ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულს იბრუნებს. 31 წლის ქართველი სპორტსმენი ყველაზე ასაკოვანი სუმოისტია (თანამედროვე ეპოქაში), ვინც ოძეკის ტიტულის დაბრუნება შეძლო.

ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) 24 ივნისს გამოქვეყნდება და მასში ლევან გორგაძე ისევ სუმოს იერარქიის მეორე რანგში იქნება წარმოდგენილი - ოძეკი (ჩემპიონი) იქნება. ეს ცნობილია, მაგრამ როგორი იქნება ახალი რეიტინგი ზოგადად... 

ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა და ოძეკის ტიტული გაინაღდა

ნაცუ ბაშოზე ორი დიდი ჩემპიონიდან ერთმა იჭიდავა - მონღოლმა კაკურიუმ ბაშო 11-4 ბალანსით დაასრულა. ის ახალ რეიტინგში აღმოსავლეთის იოკოძუნა იქნება (ახლა დასავლეთისაა). ჰაკუჰო კი - დასავლეთის. შეგახსენებთ, რომ 42-გზის გამარჯვებულმა ჰაკუჰომ მარტის ბაშოს ბოლო დღეს კუნთი გაიწყვიტა, მიუხედავად ამისა მან ის ბრძოლაც მოიგო (15-0).  

იმპერატორის თასის მოგების შემდეგ ასანოიამა შესაძლოა, კომუსუბი გახდეს

ოძეკების რიცხვი ივნისიდან 4 იქნება, ტრიოს ლევანი დაემატება. გოეიდო (9-6), ტაკაიასუ (9-6) და ტაკაკეიშო (3-4-8) ისევ ამ რანგით იჭიდავებენ, მაგრამ ტაკაკეიშოს კადობანში ჩააყენებენ - ანუ მან ივლისში აუცილებლად დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს ბაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის რანგიდან დააქვეითებენ. 

მეტი ამ თემაზე

ნაცუ ბაშოზე სეკივაკეები იჩინოჯო (5-7-3) და ტოჩინოშინი იყვნენ, ახალ ბანძუკეში სეკივაკეები სულ სხვები იქნებიან - ტოჩინოშინი დაწინაურდა, მონღოლი კი დაქვეითდა. 

დიდი ალბათობით, აღმოსავლეთის სეკივაკე ნახევრად ფილიპინელი მიტაკეუმი (9-6) იქნება, ხოლო დასავლეთის - მონღოლი ვეტერანი ტამავაში (10-5). 

მივადექით ელიტის ელიტის - სანიაკუს - ბოლო რანგს, კომუსუბის. ბულგარელი აოიამა (6-9) კარგავს კომუსუბის რანგს და რიგითი მაეგაშირა ხდება, მიტაკეუმიზე უკვე ვთქვით. ასე რომ, აქაც სრულად იცვლება: აღმოსავლეთის კომუსუბი აბი (10-5) იქნება, ხოლო დასავლეთის - ასანოიამა (12-3). ასანოიამამ იმპერატორის თასი კი მოიგო, თუმცა მისთვის სანიაკუში შესვლა მაინც სათუოა, რადგან კომუსუბობის კანდიდატია რიუდენიც (10-5). რიუდენი მე-5 მაეგაშირა იყო, ასანოიამა კი - მე-8. რიუდენთან ერთად პირველი მაეგაშირა, წესით, შოდაი (10-5) უნდა იყოს. 

უმღლესი დივიზიონიდან ალბათ, ეს სამეული გავარდება: ჩიოშომა, იშიურა და ტოკუშორიუ. ჯურიოდან მათ მაგივრად აღზევდებიან: ტოიონოშიმა, ტაკაგენჯი და კოტოიუკი. 

გაგამარუ, ალბათ, ჯურიოს მე-3 ნომერი გახდება

რაც შეეხება გაგამარუს - ის ჯურიოს მე-7 ნომერი იყო და კარგი ბაშო ჰქონდა (9-6). რეიტინგში წინსვლა მძიმეწონოსან ქართველს გარანტირებული აქვს - ნაგოიას ბაშოზე მას უკვე შეეძლება ელიტის უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლა. ჩვენი აზრით, მას 9-10 მოგება ეყოფა საამისოდ.

შეგახსენებთ, რომ რეიტინგში აღმოსავლეთსა და დასავლეთს მცირე მნიშვნელობა აქვს - აღმოსავლეთი ნახევარი საფეხურით წინაა, უხეშად რომ ვთქვათ. 

დონალდ ტრამპი ყურადღების ცენტრში. აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო დღეს დაესწრო

სხვათა შორის, ოძეკი ტოჩინოშინი რეიტინგს სამშობლოში შეხვდება, რადგან ის მცირე ხნით საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, სანამ ივლისის ბაშოსთვის მზადება დაეწყება. ივლისის ბაშო 7-21 ივლისს აიჩის პრეფექტურის DOLPHINS ARENA-ზე გაიმართება. 

ნაცუ ბაშოს სანიაკუ

სავარაუდო ბანძუკე. სანიაკუ

რანგი - აღმოსავლეთი - დასავლეთი

იოკოძუნა: კაკურიუ, ჰაკუჰო

ოძეკი: გოეიდო, ტაკაიასუ

ოძეკი: ტოჩინოშინი, ტაკაკეიშო

სეკივაკე: მიტაკეუმი, ტამავაში

კომუსუბი: აბი, ასანოიამა

კომენტარები

ბოლო ამბები