Thumbnail

როლან გაროსი | ნადალმა მადენის ბარიერიც უპრობლემოდ გადალახა და მესამე წრეშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 1/16 ფინალშია
  • ესპანელმა გერმანელი იანიკ მადენიც ადვილად, სამ სეტში დაამარცხა

რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე მორიგი ტრიუმფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ‘თიხნარის მეფის’ მეტოქე მეორე წრეშიც გერმანელი იყო - კარლსრუელი იანიკ ჰანფმანის შემდეგ (6:2, 6:1, 6:3), რაფამ 29 წლის შტუტგარტელი იანიკ მადენიც საკმაოდ ადვილად, სამ სეტში, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.

მადენი კარიერაში მეორედ ასპარეზობდა დიდი სლემის ტურნირის მეორე ეტაპზე და როლან გაროსის 11-გზის გამარჯვებულთან იბრძოლა, როგორც შეეძლო. მატჩი 2 საათი და 9 წუთი გაგრძელდა და მადენისთვის ესეც მიღწევაა.

იანიკ მადენი

“ის საკმაოდ კარგი მოთამაშეა. საკმაოდ თავდაჯერებული იყო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა. მადენმა მესამე სეტში საკმაოდ სოლიდურად ითამაშა, მსოფლიოს მეორე ჩოგანს ორი ბრეიკიც კი აუღო და ანგარიში 4:4 გახადა. თუმცა ესპანელმა თამაში გამარჯვებამდე მაინც უპრობლემოდ მიიყვანა. 31 წლის რაფა 1/16 ფინალში ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები