Thumbnail

დიდი დარტყმა - ნიუ ორლეანი კაზინსის გარეშე დარჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიუ ორლეანმა ჰიუსტონი 115:113 დაამარცხა.
  • ეს გამარჯვება გუნდს ძალიან ძვირი დაუჯდა.

ნიუ ორლეან პელიკანსმა ცენტრფორვარდი დემარკუს კაზინსი მთელი სეზონით დაკარგა. ჰიუსტონთან 115:113 მოგებულ შეხვედრაში კაზინსმა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში იბრძოლა და ისე, რომ არავინ შეხებია მძიმე ტრავმა მიიღო.

სამწუხაროდ, MRI ტესტირებამ ყველაზე ცუდი პროგნოზი გაამართლა - მყესი მთლიანად ჩაწყვეტილია და კაზინსი, სულ მცირე, ამ სეზონის ბოლომდე დააკლდება გუნდს. 

ამ შეხვედრაში კაზინსს სამმაგი დუბლი ჰქონდა გაკეთებული - 15 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი. 

6-10 ფუტის სიმაღლის (209 სმ) კალათბურთელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა 8-წლიან კარიერაში და ის ახლოს იყო, კარიერაში პირველად ეთამაშა პლეი ოფში. 

კაზინსი ოლ სტარის ერთ-ერთ სტარტერად აირჩიეს, ბუნებრივია, ის ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები