Thumbnail

ვასილ მაისურაძემ მონტენეგროსთან სათამაშოდ 20 ფეხბურთელი გამოიძახა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 5 ივნისი: U20 მონტენეგრო V U20 საქართველო
  • სანაკრებო პაუზას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც გამოიყენებს

სხვა ასაკობრივი გუნდების მსგავსად, მოახლოებულ სანაკრებო პაუზას საქართველოს 20-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებიც გამოიყენებს და 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი სტუმრად მონტენეგროს შეხვდება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 20 ფეხბურთელი, რომლებიც შეკრებას გაივლიან და ხსენებული შეხვედრისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ლუკა სანიკიძე (თელავი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი)

მცველები: ზაურ კერელეიშვილი (დილა), იური ტაბატაძე (საბურთალო), თორნიკე ძოწენიძე (დინამო თბ.), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ.)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (გაგრა), ლუკა ვარძელაშვილი (ცხინვალი), ბექა დარცმელია (დინამო თბ.), სანდრო შეწირული (გაგრა), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), თამაზ ბაბუნაძე (შევარდენი), გაბრიელ საღრიშვილი (მერანი მრ.)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიაძე (შევარდენი), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (ჩიხურა).

კომენტარები

ბოლო ამბები