Thumbnail

გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა - წინ ორი ამხანაგური მატჩია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6 ივნისი: U21 საბერძნეთი V U21 საქართველო
  • 10 ივნისი: U21 სლოვენია V  U21 საქართველო

6 და 10 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში გია ცეცაძის გუნდი ჯერ საბერძნეთს ესტუმრება, შემდეგ კი სლოვენიას. მთავარმა მწვრთნელმა შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ზემოხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი).

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო).

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია).

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა).

კომენტარები

ბოლო ამბები