Thumbnail

მოსკოვის სპარტაკი 18 წლის ქართველს იმატებს - დარჩა სამედიცინო შემოწმება

  • ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის სპარტაკში ჩარიცხვასთან ახლოსაა
  • 18 წლის ფორვარდს კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლაღა რჩება

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის სპარტაკში ჩარიცხვასთან ახლოსაა. როგორც championat.com იუწყება, 18 წლის ცენტრფორვარდი მოსკოვურ კლუბთან შეთანხმებულია და ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა რჩება.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ფეხბურთის თამაში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი ლილის აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პარი სენ-ჟერმენის სისტემაში ვარჯიშობდა.

ნიკოლოზ ქუთათელაძე და ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში

ქუთათელაძე შარშან შემოდგომით მახაჭყალის ანჟიში ჩაირიცხა, მაგრამ დაღესტნურ გუნდში მაინც ვერ ითამაშა, რისი მიზეზიც კლუბისთვის ახალწვეულების რეგისტრაციაზე აკრძალვა იყო. 

საბოლოოდ, ნიკოლოზი ანჟის დაემშვიდობა და კიევის დინამოში სცადა გადასვლა. ქუთათელაძემ კიეველთა 21-წლამდელთა გუნდშის საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. 

ნიკოლოზ ქუთათელაძე ანჟის მაისურით თამაში ვერ მოახერხა

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სპარტაკში ჯერ კიდევ ირიცხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი კრილია სოვეტოვში იჯარით გაატარა. დიდი ალბათობით, ჯანო სპარტაკს ამ ზაფხულს დაემშვიდობება.

მოსკოვის სპარტაკმა რუსეთის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები