Thumbnail

VIDEO | უმცროსი ბორჯღალოსნები ერთმანეთს სუმოში ეჯიბრებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები არგენტინაში ჩაფრინდა და 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ილია მაისურაძის გუნდი ასპარეზობას 4 ივნისს, ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშით დაიწყებს, რის შემდეგაც ჯგუფის კიდევ ორ მატჩს, სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან გამართავს.

შარშან, საქართველოს ნაკრებმა 12 საუკეთესო გუნდში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ჩვენი მორაგბეებისთვის ისტორიული შედეგი იყო. უმცროსი ბორჯღალოსნები კარგ ხასიათზე არიან. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ეჯიბრებიან ახალგაზრდა მორაგბეები ერთმანეთს სუმოში.

კომენტარები

ბოლო ამბები