Thumbnail
  • ლეონარდოს გათავისუფლების შემდეგ, მილანი ახალ სპორტულ დირექტოს ეძებს
  • როსონერის შეფის ფავორიტი პაოლო მალდინია

მილანის მთავარი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო. როსონერიმ მიზანს ვერ მიაღწია, რასაც ლოგიკურად მოჰყვა მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს და კლუბის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს გათავისუფლება. მილანი პირველ რიგში ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს. კლუბის შეფმა ივან გაზიდისმა დაადასტურა, რომ ამ თანამდებობაზე პაოლო მალდინის დანიშვნა სურს.

მილანის ლეგენდა, რომელიც უკვე 50 წლისაა, ამჟამად კლუბის მრჩეველია. “ზუსტად ისე, როგორც მილანის ყველა გულშემატკივარი, პაოლო მალდინის მეც უდიდეს პატივს ვცემ. იგი ‘როსონერის’ სახე და სავიზიტო ბარათია. დარწმუნებული ვარ, რომ პაოლო მილანის სპორტული დირექტორის თანამდებობისთვის იდეალური კანდიდატია,” - განაცხადა გაზიდისმა ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში.

ჯენარო გატუზომ როსონერი დატოვა

იტალიის 18-გზის ჩემპიონის ბოსი ინტერვიუში მთავარი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო: “ახალი მწვრთნელი ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან იქნება. არც ასაკია მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ახალი მწვრთნელი იდეალურად ერგებოდეს ჩვენს პროექტს და მილანს,” - აღნიშნა გაზიდისმა.

მილანმა იტალიის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროპალიგაში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები