Thumbnail

ანა ტატიშვილი დაბრუნდა და როლან გაროსის პირველივე წრეში დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანა ტატიშვილმა 2017 წლის შემდეგ პირველად ითამაშა
  • საფრანგეთის ღია პირველობაზე იგი 30-ე ჩოგანთან ორ სეტში დამარცხდა

ანა ტატიშვილი საჩოგბურთო კორტებს დაუბრუნდა!

ანამ 2017 წლის შემდეგ პირველად ითამაშა

29 წლის ანამ, რომელიც ახლა აშშ-ის სახელით გამოდის, 2017 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ პირველად იასპარეზა. ტატიშვილი საფრანგეთის ღია პირველობის 1/64 ფინალში ბერძენ მარია საკარის დაუპირისპირდა და მსოფლიოს 30-ე ჩოგანთან ორ სეტში, 0:6, 1:6 დამარცხდა.

საკარი ტატიშვილთან აშკარა ფავორიტი იყო, რადგან მიმდინარე სეზონში თიხნარზე შესანიშნავად ასპარეზობს - მას უკვე 15 მოგება და 4 მარცხი აქვს. ბერძენმა რაბათის 250-ქულიანი ტურნირი მოიგო, რომის მასტერზე კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც გამარჯვებულ კაროლინა პლიშკოვასთან 4:6, 4:6 დამარცხდა.

ტატიშვილისა და საკარის მატჩი სულ 57 წუთი გრძელდებოდა. პირველი სეტის უშანსოდ წაგების შემდეგ, ტატიშვილმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო, თუმცა საკუთარი პირველი მოწოდებაც წააგო და ყველა დანარჩენი გეიმიც დათმო.

აღსანიშნავია, რომ თიხნარზე თამაში ანა ტატიშვილის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. მას როლან გაროსის მეორე რაუნდში არასდროს უასპარეზია.

ტატიშვილი ბერძენ მარია საკარისთან დამარცხდა

კომენტარები

ბოლო ამბები