Thumbnail

თბილისის დინამომ და საბურთალომ მოიგეს, ტორპედომ კი ქულები დაკარგა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რუსთავი 0:1 დინამო თბ.
  • ტორპედო 3:3 დილა
  • საბურთალო 3:0 ვიტ ჯორჯია

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში სამი მატჩი გაიმართა. ქუთაისის ტორპედოსთან გამარჯვების შემდეგ, თბილისის დინამო რუსთავს ესტუმრა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ერთადერთი და გამარჯვების გოლი 32-ე წუთზე ლევან კუტალიამ გაიტანა. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგი კანონზომიერია.

უხვგოლიანი და დრამატული მატჩი შედგა წყალტუბოში, სადაც ტორპედომ დილას უმასპინძლა. მატჩი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორელებმა გახსნეს ანგარიში. თუმცა, ამის შემდეგ ტორპედო გააქტიურდა და პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანა მეტოქეს. დუბლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში ტორპედომ შეცდომებს უმატა, დილა გააქტიურდა და 2-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს: 72-ე წუთზე დიდიე კოუგბენიამ შეამცირა სხვაობა, 74-ე წუთზე კი ლევან ნონიკაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:3.

ტორპედო 3:3 დილა

ტორპედო 3:3 დილა • დრამატული მატჩი ეროვნულ ლიგაში 💥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 28 მაისი, 2019

სატურნირო ცხრილს 34 ქულით საბურთალო ლიდერობს, რომელმაც ვიტ ჯორჯია 3:0 დაამარცხა. მეორე ადგილზეა ერთით ნაკლები თამაშით და 31 ქულით ბათუმის დინამოა, შემდეგ ტორპედო მოდის 27 ქულით, მეოთხე პოზიციას კი თბილისის დინამო იკავებს, რომლის აქტივში 26 ქულაა.

რუსთავი 0:1 დინამო თბ.

გოლი: 0:1 კუტალია (32).

ტორპედო 3:3 დილა

გოლები: 0:1 გოშთელიანი (3), 1:1 ზივზივაძე (8-პენ.), 2:1 დოლიძე (12), 3:2 ზივზივაძე (45), 3:2 კოუგბენია (72), 3:3 ნონიკაშვილი (74).

საბურთალო 3:0 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1:0 გონსალვესი (28), 2:0 შინდაგორიძე (64), 3:0 დიასამიძე (70).

კომენტარები

ბოლო ამბები