Thumbnail

ნაბი კეიტა ფინალში არ იქნება! რობერტო ფირმინოს თამაში რეალურია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ნაბი კეიტას პირველი მაისის შემდეგ არ უთამაშია
  • საეჭვოა გვინეელის აფრიკის თასზე თამაშიც
  • რობერტო ფირმინომ ვარჯიში გასულ კვირას განაახლა 

ლივერპულის ნახევარმცველი ნაბი კეიტა გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალს (1 ივნისს, მადრიდში) გამოტოვებს. გვინეელმა ტრავმა 1 მაისს, ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც ინგლისურმა კლუბმა 0:3 დათმო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

“ნაბის თამაშის შანსი არ არის,” - ასე უპასუხა ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კითხვას, ითამაშებდა თუ არა ნაბი მადრიდში.

ნაბი გვინეის ნაკრების 25 კაციან შემადგენლობაშია დასახელებული, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ითამაშებს თუ არა 24 წლის ფეხბურთელი აფრიკის თასზე, რომელიც 21 ივნისს იწყება.

რობერტო ფირმინო უკვე ვარჯიშობს

კეიტასგან განსხვავებით, დღითიდღე უფრო რეალურია რობერტო ფირმინოს თამაში. ბრაზილიელი ვარჯიშს გასულ კვირას დაუბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელმა ლივერპულის ბოლო სამი თამაში გამოტოვა, მიზეზი კი კუნთების დაზიანება იყო. 

“ბობი გასულ კვირას ჩაერთო სავარჯიშო პროცესში და კარგად გამოიყურებოდა, ყველაფერი კარგადაა,” - განაცხადა იურგენ კლოპმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები