Thumbnail

'უაილდერის ქამარი მაკლია' - ამბობს ენტონი ჯოშუა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუას ყველა ქამარი სურს
  • ბრიტანელი 1 ივნისს აუტსაიდერ ენდი რუისთან იჩხუბებს...

ენტონი ჯოშუა 9 თვიანი უქმე პერიოდის შემდეგ 1 ივინისს ნიუ იორკში ენდი რუისთან იჩხუბებს. თავდაპირველად ბრიტანელს ბრძოლა ჯერედ მილერთან ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ამერიკელმა დოპინგ ტესტი ჩააგდო.

ეს ჯოშუასთვის პირველი ჩხუბია ბრიტანეთს გარეთ, ამერიკაში წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიაზე ჯოშუამ განაცხადა - "ყველაფერი კარგია, მე ეს შევძელი, თუმცა ვერ მოვისვენებ სანამ ყველა ქამარი არ მექნება."

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა WBO, WBA და IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო WBC ვერსიის ქამარს ამერიკელი დეონტეი უაილდერი ფლობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დომინიკ ბრიზილი 137 წამში დაამარცხა.

ჯოშუას შემდეგი მეტოქე, შემოდგომაზე სავარაუდოდ უაილდერი იქნება, თუ ამერიკელმა ტაისონ ფიურისთან რემატჩი არ დაგეგმა, რომელსაც ყველა ასე ძალიან ელის. შეგახსენებთ, რომ უაილდერის და ფიურის პირველი ბრძოლა ლას ვეგასში ფრედ დასრულდა.

ჯოშუას და უაილდერს შორის ვინც არ უნდა მოიგოს, ის გახდება ისტორიაში პირველი მოკრივე, ვისაც ოთხივე ვერსიის ქამარი ექნება მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები