Thumbnail

ტოტენჰემი რეკორდისთვის ემზადება? პოჩეტინოს არგენტინელის დამატება სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოტენჰემს ფეხბურთელი 2018 წლის იანვრის შემდეგ არ დაუმატებია
  • მაურისიო პოჩეტინოს ბეტისის არგენტინელი ნახევარმცველი სურს

ლონდონის ტოტენჰემს საოცარი სეზონი ჰქონდა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა პრემიერლიგის ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა, რომელიც პირველ ივნისს გაიმართება.

ეს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელია, რადგანაც არგენტინელ მწვრთნელს 2018 წლის იანვრის შემდეგ, გუნდში არავინ დაუმატებია. ტოტენჰემის ბოლო ტრანსფერი ლუკას მოურა იყო. ლონდონელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელში 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს და მოურას წყალობით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ.

როგორც ჩანს, პოჩეტინო ზაფხულში სერიოზულ მუშაობას აპირებს და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თანამემამულე, ჯოვანი ლო სელსო იქნება, რომელიც სევილიელებმა პარი სენ ჟერმენისგან 22 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ტოტენჰემი ბეტისს 60 მილიონ ევროს სთავაზობს. ესპანელებს ლო სელსოს ტრანსფერში მის გამოსასყიდ თანხად, 100 მილიონი ევრო აქვთ მითითებული.

თუ ტოტენჰემი ლო სელსოს შეიძენს, ეს იქნება ლონდონური გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. პოჩეტინომ 2017 წელს ამსტერდამის აიაქსიდან დევინსონ სანჩესი დაიმატა, რომლის ტრანსფერიც ინგლისელებს 42 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

ლო სელსოს ულამაზესი გოლი მილანის კარში

ლო სელსოს ულამაზესი გოლი მილანის კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები