Thumbnail

ევროპის TOP 5 ლიგა - ყველაზე შედეგიანი ჩემპიონატები და კლუბები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2018/19 წლების სეზონის საინტერესო სტატისტიკა ევროპის ხუთ რჩეულ ლიგაში
  • ყველაზე მეტი გოლი გერმანიაში გავიდა, ყველაზე მეტი პარი სენ-ჟერმენმა შეაგდო 

2018/19 წლების სეზონში, ევროპის ხუთი უმთავრესი ჩემპიონატიდან ყველაზე შედეგიანი გერმანული ბუნდესლიგა აღმოჩნდა.

გერმანიის პირველობის გასული სეზონის ერთ მატჩში საშუალოდ 3,18 გოლი გადიოდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ინგლისის პრემიერლიგაა (2,82), სამეულში კი იტალიური სერია A მოხვდა (2,68).

მეოთხე და მეხუთე ადგილებს, მცირე სხვაობით, შესაბამისად ესპანური პრიმერა (2,59) და ფრანგული ლიგა 1 (2,56) იკავებენ. 

შეგახსენებთ, რომ 2018/19 წლების სეზონში, ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გახდა. გერმანიაში ტრიუმფატორი მიუნხენის ბაიერნი აღმოჩნდა, იტალიაში - ტურინის იუვენტუსი, ესპანეთში - ბარსელონა, ხოლო საფრანგეთში - პარი სენ-ჟერმენი.

პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ლიგა 1-ში 33 გოლი გაიტანა

აღსანიშნავია, რომ ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში ყველაზე შედეგიანი კლუბი პარი სენ-ჟერმენი იყო. პარიზელებმა ლიგა 1-ის 38 მატჩში 105 გოლი შეაგდეს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ინგლისის ჩემპიონია - მანჩესტერ სიტიმ 38 მატჩში 95 გოლი გაიტანა, სამეულს კი ბარსელონა ასრულებს, რომელმაც პრიმერას 38 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 90-ჯერ აიღო.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლივერპული (89) და ბაიერნი (88). საგულისხმოა, რომ გატანილი გოლების მხრივ, ლიდერთა შორის სერია A-ს არცერთი კლუბი მოხვდა, სადაც ყველაზე შედეგიანი ატალანტა იყო (77).

კომენტარები

ბოლო ამბები