Thumbnail

მკლავჭიდი | საქართველოს ნაკრების 120 მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მკლავჭიდელების ტრიუმფი საბერძნეთში
  • საქართველოს ნაკრების აქტივში 51 ოქროს მედალია!

საბერძნეთში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 120 მედალი მოიპოვა!

უფროსებში ქართველებმა 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი აიღეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო.

პირველ ადგილზე გავიდნენ პარამკლავჭიდელებიც, რომელთა ანგარიშზე 23 ოქროს, 20 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები