Thumbnail

ბოდიში კრიტიკის გამო - ფინელმა ჟურნალისტმა საკუთარი სტატია შეჭამა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა
  • ფილიპ საკსენმა ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრების კრიტიკისთვის ბოდიში მოიხადა
  • ჟურნალისტმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გაზეთში დაბეჭდილი სტატია შეჭამა 

ფინელმა ჟურნალისტმა ფილიპ საკსენმა სახალხოდ აღიარა დაშვებული შეცდომა, როდესაც ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ, ქვეყნის ეროვნული ნაკრებზე კრიტიკული სტატია დაწერა. ფინეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა, ფილიპმა კი ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გაზეთში დაბეჭდილი საკუთარი სტატია... შეჭამა.

"მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დავწერე, რომ ფინეთის ეს ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. ასე არასდროს შევმცდარვარ. ბოდიშს ვიხდი და ჩემს სიტყვებს უკან ვიღებ", - თქვა საკსენმა.

ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო. ფინელებმა პლეი ოფში შვედეთსა (5:4 ოვერტაიმში) და რუსეთს (1:0), ფინალში კი კანადა დაამარცხეს (3:1). ფინელთა ამ გუნდიდან NHL-ში მხოლოდ ორი მოთამაშე გამოდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები