Thumbnail
  • იუვენტუსის სტადიონზე საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა
  • გულშემატკივრებმა ერთ გუნდში რონალდო, ტოტი, პირლო და ნედვედი იხილეს

იუვენტუსის სტადიონზე საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა ტურინში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ჩემპიონების გუნდი იტალიის ცნობად სახეებს შეხვდა.

სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთ გუნდში კრიშტიანო რონალდო, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეა პირლო და პაველ ნედვედი იხილეს.

გარდა ამისა, ჩემპიონების გუნდში სტორარიმ, ალბერტინიმ და ფორმულა ერთის პილოტებმა, სებასტიან ფეტელმა და შარლ ლეკლერმა ითამაშეს. მატჩში ტურინის იუვენტუსის მფლობელი ანდრეა ანიელი და ერთ-ერთი მეწილე ჯონ ელკანიც მონაწილეობდნენ. ამ გუნდის მწვრთნელი მიშელ პლატინი იყო.

View this post on Instagram

Partita del cuore 2019, prima partita insieme 🔝🔝

A post shared by Francesco Totti (@francescototti) on

იტალიელების გუნდს მასიმილიანო ალეგრი წვრთნიდა. ამ გუნდში ცნობილი სახეები თამაშობდნენ: მომღერლები პაოლო ბელი, ნიკოლო ფაბი, ალესანდრო კასილიო, მატია ბრიგა, ტორინოს კალათბურთელი ჯუზეპე პოეტა. იტალიელების გუნდს ჯანლუჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ხავიერ ძანეტი დაემატნენ. მატჩი ჩემპიონების გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

 

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

რონალდომ ალიანს სტედიუმზე მაკრატელას გატანა ისევ სცადა

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

იტალიელების გუნდი

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

რონალდო და ბუფონი

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

ჯიჯი ალიანს სტედიუმს დაუბრუნდა

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

იუვენტუსის მფლობელი ანდრეა ანიელი

საქველმოქმედო მატჩი იტალიაში

სებასტიან ფეტელი იუვენტუსის არენაზე

კომენტარები

ბოლო ამბები