Thumbnail

ზიდანი ვენგერის დრიბლინგს ვერ აჩერებს? ლეგენდების მატჩი ბორდოში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფეხბურთისა და რაგბის ყოფილმა ვარსკვლავებმა საქველმოქმედო მატჩში ითამაშეს
  • შეხვედრის ერთი ნახევარი ფეხბურთის წესებით წარიმართა, მეორე - რაგბის
  • 69 წლის ვენგერისა და 46 წლის ზიდანის მეტოქეობის კადრი ვირუსული გახდა 

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც ფეხბურთისა და რაგბის ყოფილმა ვარსკვლავებმა, მათ შორის ცნობილმა სპეციალისტებმა ითამაშეს. 

მოედანზე სხვებთან ერთად არსენ ვენგერი, დიდიე დეშამი, ზინედინ ზიდანი, ლორან ბლანი, ჟან-პიერ პაპენი, რობერ პირესი და ფაბიენ ბარტეზიც გავიდნენ. მორაგბეებიდან დაპირისპირებაში მონაწილეობა სებასტიენ შაბალმა, ფაბიენ პელუმ და დიმიტრი იაშვილმა მიიღეს. ამ უცნაურ თამაშში გული არცერთ მხარეს დაწყვიტეს - ერთი ტაიმი ფეხბურთის წესებით წარიმართა, მეორე - რაგბის. 

რაგბი-ფეხბურთის მატჩის მონაწილეები

განსაკუთრებით რეზონანსული კი შეხვედრის ერთი ეპიზოდი გახდა, რომლის დროსაც 69 წლის არსენ ვენგერმა უკან, მასზე 23 წლით უმცროსი, საფრანგეთის ნაკრებისა და რეალის ყოფილი ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი ჩამოიტოვა. ფოტოსურათის მიხედვით, ზიზუ არსენალის ყოფილი თავკაცის შეჩერებას მაისურზე მოქაჩვით ცდილობს და ეს კადრი ინტერნეტში ვირუსული გახდა.

მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სინამდვილეში ზიდანს არც ვენგერის დაწევა გასჭირვებია და მისთვის არც ბურთის ართმევა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები