Thumbnail
  • 📅 7 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V გიბრალტარი 
  • 📅 10 ივნისი | ⌚ 23:45 | ⚽ დანია V საქართველო 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელოდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს დანიას ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა: ჯერ შვეიცარიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან.

ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრები უქულოდ არის და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა შესარჩევი ეტაპი ახალი დაწყებულია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ვლადიმირ ვაისმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მოახლოებულ მატჩებში დაეყრდნობა.

ხვიჩა კვარაცხელია და საბა კვერკველია რუსეთის თასის მფლობელები გახდნენ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სეზონის მეორე ნაწილი იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გაატარა და მასთან ერთად რუსეთის თასის გამარჯვებული და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა გია გრიგალავა. 29 წლის მცველი, რომელმაც ბოლოს ნაკრების მაისურა 2017 წელს მოირგო, ამჟამად ტულის არსენალის ღირსებას იცავს.

სამაგიეროდ, 27-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა სან ხოსეს ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ბოლო წლებში ეროვნული გუნდის უცვლელი წევრი იყო. ამჯერად ვაკო დამატებით, 9-კაციან სიაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალი მატჩებისთვის მზადებას 1-ელ ივნისს დაიწყებს. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე წარიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

კიდევ 9 ფეხბურთელი, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს: ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი),  ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები