Thumbnail

სუმოს ტერმინები - მცირე ლექსიკონი ქართველი გულშემატკივრებისათვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოკიოში წლის პირველი ბაშო მიმდინარეობს
  • ლევან გორგაძე პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო 
  • პროფესიულ სუმოში ამჟამად ორი ქართველი ჭიდაობს
  • გთავაზობთ სუმოს მცირე განმარტებით ლექსიკონს

13-27 იანვარს სუმოს მექა "კოკუგიკანი" იანვრის ბაშოს მასპინძლობს, სადაც ორი ქართველი სუმოისტი ასპარეზობს. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკია (ჩემპიონი), ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ელიტის მეორე დივიზიონის, ჯურიოს მე-14 ნომერია. 

ვინაიდან სუმოს ტერმინოლოგია რთულად აღსაქმელია, გთავაზობთ სუმოს მცირე "ლექსიკონს". რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინებია და სინამდვილეში მათი რიცხვი დიდია.

სუმოს მცირე ლექსიკონი

ჰაცუ ბაშო - სეზონის გახსნის სუპერტურნირი

იუშო - გამარჯვება ბაშოზე

მაეგაშირა - ელიტის რიგითი სუმოისტი

იოკოძუნა - ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, შეესაბამება ქართულ დიდ ჩემპიონს

ოძეკი - მეორე რანგი სუმოში, ჩემპიონი

სეკივაკე - მესამე რანგი სუმოში

კომუსუბი - მეოთხე რანგი სუმოში

იმპერატორის თასი - გადაეცემა ბაშოს გამარჯვებულ სუმოისტს.

შიკონა - საბრძოლო სახელი. მაგალითად, ტოჩინოშინი

კინბოში - 'ოქროს ვარსკვლავი', რომელიც ენიჭება რიგით სუმოისტს დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის

ლევან გორგაძე ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი)
ტოჩინოშინ ცუიოში

ლევან გორგაძე
დაიბადა: 1987 წ. 13 ოქტომბერი
სიმაღლე: 192 სმ.
წონა: 162 კგ.
კარიერის სტატისტიკა
77 ბაშო
57 ბაშო ელიტაში
ყველაზე მაღალი რანგი: ოძეკი
ტიტულები
1- იმპერატორის თასი
4-ჯერ ვიცე-ჩემპიონი
6 მებრძოლი სულის პრიზი
3 ყველაზე ტექნიკური სუმოისტი
2 ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი
2 კინბოში 

გაგამარუ მასარუ

თეიმურაზ ჯუღელი
დაიბადა: 1987 წ. 23 თებერვალი
სიმაღლე: 185 სმ.
წონა: 199 კგ.
კარიერის სტატისტიკა
79 ბაშო
36 ბაშო ელიტაში
ყველაზე მაღალი რანგი: კომუსუბი
ტიტულები
1 ვიცე-ჩემპიონი
2 მებრძოლი სულის პრიზი
1 კინბოში

კომენტარები

ბოლო ამბები