Thumbnail

NBA | ფინალის პირველი მატჩი დურანტის გარეშე - ეს ტორონტოს შანსია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს ფინალში გოლდენ სტეიტი ტორონტოს ხვდება
  • პირველ მატჩში კევინ დურანტის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა

პარასკევს, გოლდენ სტეიტსა და ტორონტოს შორის NBA-ს ფინალური სერია იწყება - პირველი მატჩი ტორონტოში გაიმართება. უორიორსის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა დაადასტურა, რომ კევინ დურანტის თამაში პირველ მატჩში საბოლოოდ გამოირიცხა. შეგახსენებთ, რომ კევინი ჰიუსტონ როკეტსთან, დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე შეხვედრაში (8 მაისი) დაშავდა.

“კარგია, რომ ფინალური სერიის მატჩებს შორის რამდენიმედღიანი შესვენებებია. კევინ დურანტის თამაში პირველ შეხვედრაში საბოლოოდ გამოირიცხა. იმედი მაქვს, რომ მეორე მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს,” - განაცხადა კერმა.

დურანტი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი რამდენიმე დღეში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტის ცენტრი დემარკუს კაზინსიც ტრავმირებულია.

ტორონტოსა და გოლდენ სტეიტის პირველი დაპირისპირება პარასკევს, თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება. რეპტორსი პირველი კანადური გუნდია, რომელმაც NBA-ს ფინალში გააღწია, უორიორსი კი ზედიზედ მესამე ტიტულისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები