Thumbnail

გლეისონ ტიბაუ - ერთადერთი კაცი, ვინც ხაბიბის შეჩერება შეძლო...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბმა ტიბაუს წაქცევა 13-ჯერ ცადა და ვერცერთხელ შეძლო
  • მსაჯებმა მოგება ხაბიბს ჩაუთვალეს, თუმცა ბევრი თვლის რომ მატჩი ტიბაუმ მოიგო...

2012 წელს ნეშვილში ნურმაგომედოვის UFC-ში დებიუტი შედგა, სადაც ხაბიბმა წარმოშობით ირანელი ბრიტანელი - კამალ შალორუ დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნურმაგომედოვმა გამოცდილ გლეისონ ტიბაუსთან ბრძოლის უფლება მიიღო და კარიერაში პირველად ლას ვეგასში იჩხუბა.

ჯიუ-ჯიცუს და თავისუფალი ჭიდაობის ოსტატ ტიბაუს, ხაბიბმა ბრძოლის დროს წაქცევა 13-ჯერ დაუპირა, თუმცა ყველა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

პირიქით, ტიბაუმ ხაბიბი ორჯერ წააქცია თუმცა მისი შებოჭვა ვერ შეძლო. ახლო ბრძოლაში გამარჯვება, საბოლოოდ მსაჯებმა ხაბიბს ჩაუთვალეს, თუმცა ბევრი თვლის, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იყო.

3 წლის შემდეგ, ტიბაუმ ხაბიბის დღევანდელ სავარაუდო მეტოქესთან - ტონი ფერგიუსონთან იჩხუბა და ბრძოლა კისრის მოგუდვით წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები