Thumbnail

Mario Kart რეალობაში - სათამაშო იარაღებით და საოფისე სავარძლებით

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Mario Kart Nintendo-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია
  • მისი Battle რეჟიმის რეალობაში გადმოტანა Shonduras-მა სცადა

Mario Kart-ს შეგვიძლია ავტორბოლის სიმულატორიც ვუწოდოთ, მაგრამ თამაში ბევრად მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ რბოლაა. Nintendo-მ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული თამაშის Super Mario-ს პერსონაჟები გამოიყენა და შედეგად Mario Kart-მა კომერციული წარმატება 1992 წელსვე მოიპოვა.

მთლიანობაში თამაშის ცხრა ვერსია გამოვიდა და თითოეული მათგანი პოპულარობით სარგებლობს. Mario Kart 8 Deluxe 2017 წელს გამოვიდა და მსოფლიოს მასშტაბით მისი 100 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

გარდა სტანდარტული რბოლისა, ვიდეო თამაშს სხვა საინტერესო ელემენტებიც აქვს. პერსონაჟის არჩევის შემდეგ, გეიმერს ტრასაზე სხვადასხვა სახის გამაძლიერებლები ხვდება, რომლებითაც ან მეტოქის დაზიანება შეუძლია, ან პირიქით, საკუთარი თავის დაცვა. Mario Kart-ს ხუთი ძირითადი რეჟიმი აქვს, ერთ-ერთ მათგანს კი 'ბრძოლა' (Battle) ეწოდება. რამდენიმე ადამიანი დახურულ არენაზე იკრიბება და შეტევით ნივთებს იყენებს, რათა მეტოქეს გაუსწორდეს. თითოეულ მათგანს ხუთი (ძველ ვერსიებში - სამი) ბუშტი აქვს, რომლებსაც მოწინააღმდეგის წარმატებული შეტევის შემდეგ კარგავს. ხუთი მიღებული დარტყმის შემდეგ, გეიმერი თამაშს ეთიშება.

Mario Kart-ის Battle რეჟიმი დღემდე პოპულარობით სარგებლობს

ვიდეო თამაშის სწორედ ეს რეჟიმი იქცა შთაგონების წყაროდ Shonduras-ისთვის, რომელიც Snapchat-ზე, YouTube-ზე და Instagram-ზე პოპულარობით სარგებლობს. Shonduras-მა გადაწყვიტა, რომ მსგავსი შეჯიბრების მოწყობა რეალურ ცხოვრებაშიც შეეძლო.  ამისთვის მას და მის მეგობრებს მხოლოდ სათამაშო იარაღები, საოფისე სკამები, მცირე სივრცე და სამ-სამი ბუშტი დასჭირდათ. დაპირისპირება განსაკუთრებით დაძაბული და სახალისო ბოლოსკენ გამოდგა, როდესაც მხოლოდ ორი მონაწილე დარჩა და ორივე მათგანს თითო ბუშტი ჰქონდა. 

Nerf Gun Mario Kart Looks Like So Much Fun

So I need to find four friends to play 'Nerf Gun Mario Kart' with immediately 😂😂 Shonduras

Posted by LADbible on სამშაბათი, 21 მაისი, 2019

Shonduras-ის გადაღებული ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობს და იმის ალბათობა, რომ იდეას სხვებიც განახორციელებენ მაღალია. ვინ იცის, იქნებ მომავალში Mario Kart-ის Battle რეჟიმი სპორტის დამოუკიდებელ სახეობადაც იქცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები