Thumbnail
  • უნიონი 0:0 (2:2) შტუტგარტი
  • აკაკი გოგიამ ამ სეზონში 6 გოლი და 4 ასისტი მიითვალა

ბუნდესლიგის პლეი ოფში აკაკი გოგიას უნიონმა ბერლინში შტუტგარტს უმასპინძლა და 0:0-ს ეთამაშა. პირველი თამაში 2:2 დასრულდა, ასე რომ, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით, ბუნდესლიგაში თამაშის უფლება ბერლინურმა კლუბმა მოიპოვა. 

27 წლის გოგია მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩის მიწურულს მას გატანაც შეეძლო, მაგრამ შტუტგარტის მეკარეს დუელი ვერ მოუგო. რუსთავში დაბადებულმა გოგიამ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი კი გამოთქვა, მაგრამ მოქალაქეობის პრობლემის გამო ეს ვერ მოხერხდა. აკაკი გოგიამ ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 28 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. 

დიდი ზეიმი ბერლინში

ბერლინის უნიონი კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ბუნდესლიგაში. უნიონი მე-5 ბერლინური კლუბია (ჰერტა, ტენის ბორუსია, ბლაუ ვაისი, ტასმანია), რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს. სხვა არც ერთ ქალაქს არ ჰყოლია 2-ზე მეტი წარმომადგენელი ბუნდესლიგაში. 

კურიოზული ეპიზოდი შტუტგარტის ფეხბურთელების მონაწილეობით 

კომენტარები

ბოლო ამბები