Thumbnail

გრიგალავა არსენალში კიდევ 2 წლით დარჩა - ლეგიონერი ევროპალიგაზე ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გია გრიგალავამ ტულის არსენალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
  • არსენალი მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე ითამაშებს
გრიგალავა დამცავი ნიღბით თამაშობს

რუსული პრემიერ-ლიგის მე-6 ადგილოსანმა ტულის არსენალმა, რომელმაც ევროპალიგის საგზური მოიპოვა, 29 წლის ქართველ მცველ გია გრიგალავას კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა - გრიგალავა 2021 წლის ზაფხულამდე დარჩა რუსულ კლუბში. 

გრიგალავა 2017 წლის იანვრიდან თამაშობს არსენალში და მან 43 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავა ადრე უფრო დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ტულაში ძირითადად ცენტრალური მცველია. მას ამ სეზონის დასრულებისთანავე დაუსრულდა არსენალთან კონტრაქტი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კიდევ ორი წლით დატოვა. 

ტულის არსენალმა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს გაუხანგრძლივა კონტრაქტები. 

გია გრიგალავამ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოსკოვის დინამოს გაუტანა. 

📺 გოლი მოსკოვის დინამოს კარში

კარიერის განმავლობაში გია გრიგალავას რუსულ სკა როსტოვში, მოსკვაში, ვოკლგაში, კრილია სოვეტოვში და ანჟიში, ასევე კვიპროსულ პაფოსსა და ახნასში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი 2017 წლის ნოემბერში კვიპროსთან ამხანაგურ (1:0) დაპირისპირებაში ითამაშა და მას მერე ვლადიმირ ვაისს ის ეროვნულ გუნდში არ მიუწვევია. 

კომენტარები

ბოლო ამბები