Thumbnail

ევროპალიგა | დინამო განთესილია, ტორპედო და ჩიხურა - განუთესავი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ქართული კლუბი ითამაშებს
  • თბილისის დინამო განთესილთა შორისაა

ჩემპიონ საბურთალოსთან ერთად, რომელიც 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება ტურნირში, ევროთასებზე კიდევ სამი ქართული კლუბი იასპარეზებს - ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო, მეორეადგილოსანი თბილისის დინამო და მე-4 ადგილზე გასული საჩხერის ჩიხურა ითამაშებენ.
I საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპალიგაზე 11 და 18 ივლისს გაიმართება.   

ჩიხურა ევროთასებზე მეექვსედ ითამაშებს
📷 eliga.ge 

სულ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 94 კლუბი ითამაშებს. 87 კლუბი ამ ეტაპიდან ერთვება გათამაშებაში, ხოლო მათ ემატება 7 კლუბი, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ. 
ამ ეტაპის თითქმის ყველა მონაწილე ცნობილია. ცნობილია ისიც, თუ რომელი კლუბები იქნებიან განთესილები და რომელი არა (ბუდუჩნოსტისა და სომხეთის ვერცხლის პრიზიორის საკითხია დასაზუსტებელი).

თბილისის დინამო (3.750) განთესილთა შორის იქნება, ხოლო ჩიხურა (3.000) და ტორპედო (2.750) განუთესავთა შორის იქნებიან.

ასე რომ, დინამოს პირველ ეტაპზე შედარებით სუსტი მეტოქე გარანტირებული ჰყავს. განუთესავთა შორის შედარებით ძლიერები ჰონვედი და დებრეცენია. ასევე არიან რუმინული უნივერსიტატია და სლოვაკური დუნაისკა სტრედა და რუჟომბეროკი. 

სუსტი კლუბები განთესილთა შორისაც არიან. მაგალითად, ლიტვური რიტერაი, ბოსნიური ჟელეზნიჩარი, აზერბაიჯანული საბაილი, ირლანდიური კორკ სიტი, ფლორა ეში ლუქსემბურგიდან...
მაგრამ განთესილთა შორის ძლიერებიც არიან - ლეგია (პოლონეთი), სტიაუა (რუმინეთი), მალმიო (შვედეთი), რეინჯერსი (შოტლანდია) და ასე შემდეგ... 

კომენტარები

ბოლო ამბები