Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 25 მონაწილე ცნობილია
  • რა მოხდება თუ ევროპალიგას ჩელსი მოიგებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს გაიმართება - მადრიდში ლივერპულისა და ტოტენჰემის ინგლისურ დუელს ველით, თუმცა უკვე ცნობილია მომდევნო სეზონის ლიგის ჯგუფური ეტაპის კონტურები - 32 ადგილიდან 25 უკვე დაკავებულია. 

ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად 26 კლუბი ხვდება - ესენია ჩემპიონთა ლიგისა & ევროპალიგის გამარჯვებულები; 4-4 კლუბი ესპანეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან და გერმანიიდან; 2-2 კლუბი საფრანგეთიდან და რუსეთიდან; პორტუგალიის, უკრაინის, ბელგიისა და თურქეთის ჩემპიონები...

მილანის ინტერმა ბოლო წამებზე გაინაღდა ლიგის საგზური

იმის გამო, რომ ლიგის ფინალისტებმა, ტოტენჰემმაც და ლივერპულმაც, უკვე გაინაღდეს მომავალი სეზონის ჯგუფური ეტაპის საგზური, გამოთავისუფლებული საგზური უეფას კლასიფიკაციაში მე-11 პოზიციაზე მყოფ ავსტრიის ჩემპიონს ერგება. ასე მოხვდა ზალცბურგი (როგორც იქნა) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდელებთან ერთად ლიგის საგზურის განაღდებას ზეიმობს

კლუბები, რომლებიც გავიდნენ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

ესპანეთი: ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი, ვალენსია

ინგლისი: მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, ტოტენჰემი

იტალია: იუვენტუსი, ნაპოლი, ატალანტა, ინტერი

გერმანია: ბაიერნი, დორტმუნდი, ლაიპციგი, ლევერკუზენი

საფრანგეთი: პსჟ, ლილი

რუსეთი: ზენიტი, ლოკომოტივი

პორტუგალია: ბენფიკა

უკრაინა: შახტარი

ბელგია: გენკი

თურქეთი: გალათასარაი

ავსტრია: ზალცბურგი

ამ კლუბებს დაემატება ევროპალიგის გამარჯვებული და 6 კლუბი სალვალიფიკაციო ბატალიებიდან (4 ჩემპიონთა გზიდან, 2 ლიგის გზიდან). 

2019/20 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პირველ კალათში იქნებიან: ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ბაიერნი, პსჟ, ზენიტი, ლიგის გამარჯვებული და ევროპალიგის გამარჯვებული.

უკვე ცნობილია, რომ რეალი, ატლეტიკო, დორტმუნდი, ნაპოლი და შახტარი მეორე კალათში იქნებიან. ლევერკუზენი, ზალცბურგი, ვალენსია და ინტერი მესამე კალათში მოხვდნენ. ატალანტასა და ლილს ბოლო მეოთხე კალათი გარანტირებული აქვთ.

როგორც ხედავთ, ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს დავით ხოჭოლავას შახტარსა და საბა კვერკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას ლოკომოტივს. 

თუ ჩელსი ევროპალიგას მოიგებს...

ევროპალიგის ფინალში ერთამენთს ლონდონური კლუბები ხვდებიან - ჩელსი არსენალის წინააღმდეგ. თუ ბაქოში არსენალი გაიმარჯვებს, ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტიტულს ჩელსი მოიგებს? მას ხომ საგზური უკვე აქვს. 
ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად ჯგუფურ ეტაპზე ლიონს დაუშვებენ. ასე რომ, ბაქოში ჩელსის საფრანგეთის ამ კლუბის ფანებიც მხურვალედ უგულშემატკივრებენ. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონა და რეალი 24-ედ ითამაშებენ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

⚽ ტურინის იუვენტუსისთვის ეს მე-20 ჯგუფური ეტაპი იქნება.

⚽ ტურნირზე მე-20-ედ შეუძლია მოხვედრა არსენალსაც, მაგრამ ამისთვის ევროპალიგა უნდა მოიგოს.

⚽ ბერგამოს ატალანტა დებიუტანტია, გუნდს აქამდე ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც კი არ უთამაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები