Thumbnail

საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე - სელტიკიდან ნიუ სეინტსამდე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საბურთალო ლიგას I საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს
  • ქართული გუნდის 16 სავარაუდო მეტოქე 

ევროპის საფეხბურთო ლიგების უმეტესობაში სეზონი დასრულებულია და გარკვეულია მომდევნო სეზონის ევროთასების კონტურები. ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს საბურთალო, რომელმაც 2018 წელს ეროვნული ლიგა მოიგო. 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სავარაუდო მეტოქეები უკვე ცნობილია - საბურთალო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ევროთასებზე გამოუცდელ საბურთალოს საკლუბო რეიტინგი ცუდი აქვს - 0.950, რაც I საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მცირეა. 

ბუნებრივია, საბურთალო განუთესავია და ის განთესილებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე 32 ნაკრები თამაშობს (1 წინასწარი ეტაპიდან, 31 უკვე ცნობილია). ასე რომ, საბურთალოს სავარაუდო 16 მეტოქე უკვე ცნობილია. გთავაზობთ მათ, უეფას საკლუბო რეიტინგების მიხედვით:

საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები 

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი

31.000 - სელტიკი (შოტლანდია)
27.500 - ბატე (ბელარუსი)
27.500 - ასტანა (ყაზახეთი)
27.000 - ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

22.000 - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
18.500 - მარიბორი (სლოვენია)
16.750 - ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
12.250 - შერიფი (მოლდოვა)

11.500 - როსენბორგი (ნორვეგია)
9.000 - ჰიკ (ფინეთი)
7.000 - დანდალკი (ირლანდია)
6.250 - დუდელანჟი (ლუქსემბურგი)

6.000 - შკიონდია (მაკედონია)
6.000 - ნიუ სეინტსი (უელსი)
6.000 - სლოვანი (სლოვაკეთი)
5.500 - აიკ (შვედეთი)

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩები 9-10 ივლისსა & 16-17 ივლისს გაიმართება. 

პირველი ეტაპის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას, წაგებულები კი ევროპალიგის მეორე საკვალიფიციკაციო ეტაპზე გადაერთვებიან.

ჩემპიონთა გზიდან (სადაც საბურთალოცაა) გამარჯვებულ 16 გუნდს უკვე ცნობილი 4 დაემატება (აპოელ, კოპენჰაგენი, ზაგრების დინამო და თელ ავივის მაკაბი). აქედან 10 გამარჯვებული ნაკრები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის, სადაც მათ ორი - აიაქსი და პაოკ - ემატება. აქედან კი 6 პლეი ოფში გადის, სადაც ორი ჩემპიონი ემატებათ - იანგ ბოისი და სლავია. საბოლოოდ, ჩემპიონთა გზიდან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 კლუბი მოხვდება. 

შორს რომ არ წავიდეთ, დავუბრუნდეთ პირველ საკვალიფიკაციო წრეს. როგორც ხედავთ, წილისყრას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საბურთალოს შეიძლება, გლაზგოს სელტიკი შეხვდეს, ან უელსის სამოყვარული ნიუ სეინტსი. 

კომენტარები

ბოლო ამბები