Thumbnail
  • ლაციო ზაფხულში მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს
  • იუვენტუსი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შეთანხმდნენ
  • რომაელები სერბის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ რომის ლაციომ 24 წლის ამომავალ ვარსკვლავს ოქტომბერში კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა, იტალიაში ყველა დარწმუნებულია, რომ სერბი ზაფხულში ლაციოს დატოვებს.

Sky Sport Italia-ს და ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილინკოვიჩ-სავიჩი ტურინის იუვენტუსს ყველაფერზე შეუთანხმდა. ახლა, მოლაპარაკებები უკვე კლუბებს შორის მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ლაციო SMS-ის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს, ტურინში კი მიაჩნიათ, რომ სერბი ფეხბურთელის ფასი დაეცა და ამდენის გადახდა არ სურთ.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში 2015 წელს, გენკიდან გადავიდა და რომაელებმა მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ სეზონში მან სერია A-ს 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები