Thumbnail

ევრობასკეტი თბილისში? შანსი გაიზარდა - ქართველიშვილი ფიბა ევროპის საბჭოშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფიბა ევროპის პრეზიდენტის პოსტზე თურქი თურგაი დემირი აირჩიეს
  • დემირს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უჭერდა მხარს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიბა ევროპის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და სწორედ იქ დაკომპლექტთა საბჭოს ახალი შემადგენლობა.

ფიბა ევროპის პრეზიდენტი ისევ თურქი თურგაი დემირი იქნება, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. სწორედ დემირს უჭერდა მხარს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველო და კერძოდ თბილისი 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის კანდიდატი და ამ ფონზე, ფიფა ევროპის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული კალათბირთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

საბოლოო ჯამში, არჩევნები ქართული კალათბურთისთვის სასურველი შედეგით დასრულდა: ფედერაციის პრეზიდენტად თურგაი დემირი აირჩიეს, საბჭოს წევრი კი გიორგი ქართველიშვილი იქნება. საბჭო, რომელსაც ბორდიც შეგვიძლია ვუწოდოთ, 23 კაცისგან შედგება და სწორედ ეს საბჭო იღებს პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტილებებს ევროპულ კალათბურთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, გაიზარდა იმის შანსი, რომ თბილისმა 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფს უმასპინძლოს.

გიორგი ქართველიშვილი
📸| GBF.GE

 

კომენტარები

ბოლო ამბები