Thumbnail

'აქ 5 საუკეთესო სეზონი გავატარე' - მჭედლიძე აჟენს დაემშვიდობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თამაზ მჭედლიძემ აჟენში კარიერა დაასრულა
  • ქართველი მორაგბე რუანში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, თამაზ მჭედლიძე აჟენს დაემშვიდობა. ქართველი მორაგბე TOP 14-ის ბოლო ტურის მატჩში გააცილეს. აჟენმა რასინგს უმასპინძლა და 3:35 დამარცხდა. მჭედლიძეს თამაშის დასრულების შემდეგ სამახსოვრო დაფა გადასცეს, სადაც მისი შედეგები ეწერა.

‘’ხუთი სეზონი ვითამაშე ჩემს მეგობარ გიორგი თეთრაშვილთან. მადლობა აჟენსა და ამ გუნდის გულშემატკივრებს. აქ ხუთი დაუვიწყარი სეზონი გავატარე. ახლა გეზი რუანისკენ გვაქვს’’ - წერს თამაზ მჭედლიძე ინსტაგრამზე.

ქართველმა მორაგბემ აჟენის მაისურით 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4600 წუთი ითამაშა და კლუბში 5 სეზონი გაატარა. რუანმა ფედერალ ერთში რეგულარული სეზონი 102 ქულით დაასრულა. ფრანგული გუნდი PRO D2-ში გადმოსვლისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები