Thumbnail

‘ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო!’ - დე როსის ემოციური წერილი და ბოლო მატჩი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კვირას, დანიელე დე როსიმ რომას ფორმით უკანასკნელად ითამაშა
  • ‘სტადიო ოლიმპიკომ’ კაპიტანს ემოციური გაცილება მოუწყო

სერია A-ს სეზონთან ერთად, იტალიურ ფეხბურთში დიდი ეპოქა დასრულდა. 18-წლიანი ერთგულების შემდეგ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა დანიელე დე როსიმ რომას მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა ‘ჯალოროსის’ ტიფოზებს დაემშვიდობა.

📺 ‘სტადიო ოლიმპიკოს’ პუბლიკამ თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი უდიდესი ემოციებით გააცილა.

Daniele De Rossi's Farewell

He arrived as a fan, he leaves as a legend. 💛❤️ I migliori momenti del giro di campo di Daniele De Rossi

Posted by AS Roma on კვირა, 26 მაისი, 2019

📸 მანამდე, დე როსიმ გამოაქვეყნა ფოტო და წერილი, რომლითაც რომას ფანებს ემშვიდობება. ფოტოზე პატარა დე როსია - რომას ფორმით.

“როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ჩემთვის ცხადი ხდება, თუ როგორ გამიმართლა. რომაში გატარებული წლები ჩემთვის უდიდესი სიმდიდრეა. მე ვერასდროს ვიქნები საკმარისად მადლობელი ამ ყველაფრისთვის. ეს დიდი თავგადასავალი იყო და დიდი პატივი. ამ კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული შეუდარებელია,” - წერს დე როსი.

35 წლის ნახევარმცველმა წერილში, რა თქმა უნდა, ფრანჩესკო ტოტიც გაიხსენა: “მადლობა, ფრანჩესკო! ჩემთვის დიდი პატივი იყო რომას კაპიტნობა. სამკლავური ჩემი ძმისგან მივიღე. ტოტი დიდი კაპიტანი და განუმეორებელი ფეხბურთელი იყო. ყველას ნამდვილად არ აქვს პატივი, 16 წელი ითამაშოს თავის იდეალთან ერთად.”

Daniele De Rossi salutes the Curva Sud

La Curva Sud e quel bacio indimenticabile ❤️ A last, special moment with the Curva Sud for Daniele De Rossi

Posted by AS Roma on კვირა, 26 მაისი, 2019

დანიელემ 18-წლიან რომაულ კარიერაში იტალიის თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. 2006 წელს ის გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს დე როსი მომავალში.

წაიკითხებოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

📸 დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

დანიელე დე როსის ბოლო მატჩი რომაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები