Thumbnail

სკანდალი იტალიაში: ფეხბურთელმა გოგონა არბიტრის წინაშე შორტი ჩაიწია

  • იტალიაში, ასაკობრივი გუნდების მატჩში გოგონა არბიტრი შეურაცხყვეს
  • მატჩის შემდეგ ჯულია ნიკასტროს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა

იტალიაში, ასაკობრივი გუნდების შეხვედრაში სკანდალი მოხდა, რომელიც ევროპული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა. ტრეპორტისა და მირანეზეს დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა და ტრიბუნაზე მყოფმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს 22 წლის გოგონა არბიტრს, რომელიც ამ თამაშს სჯიდა.
 
Gazzettino-ს ინფორმაციით, ერთ ეპიზოდში 14 წლის ფეხბურთელი პროვოკაციაზეც წავიდა. კუთხურის მოწოდების დროს მან შორტი ჩაიწია და არბიტრს, ჯულია ნიკასტროს მიაძახა: "აბა ვნახოთ, გაბედავ ჩემს გაძევებას?!". ამ ქმედების გამო ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც არბიტრს ტრიბუნაზე მყოფი მშობლებისგან კიდევ უფრო დიდი რისხვა დაატყდა.

იუწყებიან, რომ მატჩის დროს ტრეპორტის მოთამაშეთა ოცამდე მშობელი გამუდმებით ლანძღავდა მსაჯს და მოუწოდებდა მას, ფეხბურთში საქმიანობის ნაცვლად, უძველესი პროფესიით დაკავდეს. 

თამაშის შემდეგ გოგონას ფსიქოლოგიურ დახმარება დასჭირდა, ფეხბურთის ადგილობრივ ფედერაციაში კი ფაქტის გამოძიება დაიწყეს.

ჯულია ნიკასტროს სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა მხარდაჭერა მოუცხადა

კომენტარები

ბოლო ამბები