Thumbnail
  • TOP 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა
  • პლეი ოფები 31 მაისს დაიწყება

TOP 14-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტური დრამატული გამოდგა. შარშანდელი ჩემპიონი კასტრი პლეი ოფში ვერ გავიდა და ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

კასტრი საკუთარ მოედანზე ტულონს შეხვდა და 9 ქულით, 16:25 წააგო. ტულონი პლეი ოფში ვეღარ გადიოდა, მაგრამ ამ მოგებით მონპელიეს ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა. მონპელიემ პლეი ოფში გასულ კლერმონს სტუმრად ერთი ქულით, 28:27 მოუგო და მე-6 ადგილზე გავიდა.

პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ: რასინგი V ლა როშელი, ლიონი V მონპელიე. ნახევარფინალში რასინგისა და ლა როშელის წყვილის გამარჯვებული ტულუზს შეხვდება, ხოლო ლიონსა და მონპელიეს შორის მოგებულს კლერმონთან დაპირისპირება მოუწევს.

ქართველი ლეგიონერების შედეგები ბოლო ტურში

აჟენი 3:35 რასინგი

🏉 აჟენი - გიორგი თეთრაშვილმა 31 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც 73-ე წუთზე მოედანზე დააბრუნებს. გურამ გოგიჩაშვილი რასინგის რიგებში მეორე ტაიმიდან გამოჩნდა და ბოლომდე ითამაშა.

კასტრი 16:25 ტულონი

🏉მამუკა გორგოძე ტულონის რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 63 წუთი გაატარა.

კლერმონი 27:28 მონპელიე

🏉 ბექა კაკაბაძემ კლერმონის სასტარტო შემადგენლობაში თამაში დაიწყო. ქართველი მორაგბე რამდენჯერმე დაბრუნდა მინდორზე და საბოლოოდ მე-60 წუთზე შეცვალეს. მონპელიეში ლევან ჩილაჩავამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძე მინდორზე 69-ე წუთზე შევიდა.

გრენობლი 23:24 ლიონი

🏉 ბექა გიგაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა მწვრთნელმა ის 30-ე წუთზე შეცვალა.

ლა როშელი 81:12 ბორდო

🏉 დამარცხებულთა რიგებში ლაშა ტაბიძემ 66-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ვილიამუ აფატიანმ შეცვალა.

სტად ფრანსე 31:17 პო

🏉 გიორგი მელიქიძე სტად ფრანსეს რიგებში 61-ე წუთზე გამოჩნდა.

ტულუზი 47:7 პერპინიანი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები