Thumbnail
  • ევროპის საუკეთესო ბომბარდირიობისთვის ჯილდო ლეომ კარიერაში მეექვსედ მოიგო
  • ბარსელონას არგენტინელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა
  • რეიტინგში მეორე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, მესამეზე კი - ფაბიო კვალიარელა

როგორც მოსალოდნელი იყო, ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კარიერაში მეექვსედ გახდა "ოქროს ბუცის" მფლობელი - პრიზის, რომელსაც ევროპულ ჩემპიონატებში სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ანიჭებენ. ჯილდო, რომელიც 1968 წლიდანაა დაწესებული, 6-ჯერ არავის მოუგია.

ბარსელონამ ლეოს წარმატება წინასწარ მიულოცა

ევროპის საუკეთესო ბომბარდირის რეიტინგში, ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე მრავლდება. ევროპის TOP5 ლიგაში კოეფიციენტი ყველაზე მაღალია: 2,0. ლეო მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქეთა კარში 36-ჯერ შეაგდო, რამაც 72 ქულა მოუტანა. 

რეიტინგში მეორე ადგილზე პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი კილიან მბაპე (33 გოლი) გავიდა, მესამეზე კი - სამპდორიას ვეტერანი თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა (26 გოლი).

კრიშტიანო რონალდომ სერია A-ში 21 გოლის გატანა მოახერხა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც 4 "ოქროს ბუცის" მფლობელია, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა. პორტუგალიელი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში სამეულშიც ვერ მოხვდა, რაც პირველი შემთხვევაა, 2006 წლის შემდეგ (მაშინ რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 9 გოლი შეაგდო). კრიშტიანო “ოქროს ბუცის” რეიტინგში 42 ქულით, ათეულშიც ვერ მოხვდა.

ოქროს ბუცი 2019

1. ლიონელ მესი (ბარსელონა): 36 გოლი (x2,0) / 72 ქულა 
2. კილიან მბაპე (პსჟ): 33 გოლი (x2,0) / 66 ქულა
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია): 26 გოლი (x2,0) / 52 ქულა 
4. დუვან საპატა (ატალანტა): 23 გოლი (x2,0) / 46 ქულა
5. მბაიე დიანი (გალათასარაი): 30 გოლი (x1,5) / 45 ქულა
6-11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
6-11. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი): 22 გოლი (x2,0)/44 ქულა
6-11. ნიკოლა პეპე (ლილი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
6-11. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
6-11. სადიო მანე (ლივერპული): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
6-11. კშიშტოფ პიონტეკი (მილანი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
12-17. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა 
12-17. დუშან ტადიჩი (აიქსი): 28 გოლი (х1,5) / 42 ქულა 
12-17. ლუკ დე იონგი (პსვ): 28 გოლი (х1,5) / 42 ქულა 
12-17. ლუის სუარესი (ბარსელონა): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა 
12-17. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა 
12-17. ქარიმ ბენზემა (რეალი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა.

გამოკითხვა

ვინ დატოვებს პსჟ-ს?

  • ნაიმარი
  • ედინსონ კავანი
  • იულიან დრაქსლერი
  • ტიაგო სილვა
  • კილიან მბაპე
  • ანხელ დი მარია
  • მარკო ვერატი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები