Thumbnail
  • იუვენტუსმა მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით ბოლო მატჩი ჩაატარა
  • ტურინული გრანდი სამპდორიასთან 0:2 დამარცხდა

იტალიის ძველმა და ახალმა ჩემპიონმა იუვენტუსმა სერია A-ს სეზონი მარცხით დაასრულა - ტურინულმა გრანდმა სეზონში მე-4 მარცხი იწვნია. ეს იყო იუვეს ბოლო მატჩი მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით - სამპდორიამ ჩემპიონს დეფრელისა (84-ე წუთზე) და კაპრარის (91) გვიანი გოლებით 2:0 მოუგო. ამ უკანასკნელმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

ამრიგად, იუვენტუსმა სეზონი 90 ქულით დაასრულა (5-ით ნაკლები, ვიდრე წინა სეზონში). აღსანიშნავია ისიც, რომ კრიშტიანო რონალდომ თავის პირველ ტურინულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 21 გოლის გატანა შეძლო. თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვერ გახდა - ეს ჯილდო სამპდორიას ვეტერანმა გოლეადორმა, ფაბიო კვალიარელამ დაისაკუთრა, რომელმაც 26 გოლის გატანა შეძლო. რონალდო ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ ყოფილა.

📺 ვიდეო: სამპდორია 2:0 იუვენტუსი (მიმოხილვა)

საინტერესოა ისიც, რომ ტურინულმა კლუბმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს იუვენტუსი ალეგრის შემცვლელად ხოსეპ გვარდიოლას ეპატიჟება. “მსოფლიო გაგიჟდა, ჩვენ გვარდიოლასთან კონტაქტი არ გვქონია და მასზე არც კი გვიფიქრია,” - განაცხადა იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ DAZN-თან ინტერვიუში. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტები ჩელსის დამრიგებელი მაურიციო სარი და ლაციოს მწვრთნელი სიმონე ინძაგინ არიან.

იუვენტუსში პეპ გვარდიოლასთან კავშირი უარყვეს

შეგახსენებთ, რომ იტალიის ზედიზედ მერვე ჩემპიონობა იუვენტუსმა ჯერ კიდევ 20 აპრილს გაინაღდა. ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში, ამსტერდამის აიაქსთან გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები