Thumbnail
  • მონტე კარლოს გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • მონაკოში მერსედესმა დუბლი ვეღარ შეასრულა
  • სებასტიან ფეტელი მეორე ადგილზე გავიდა

ფორმულა 1-ის ახალ სეზონში 6 ეტაპი ჩატარდა და ექვსივე მერსედესის პილოტებმა მოიგეს - 4 ლუის ჰემილტონმა, 2 ვალტერი ბოტასმა. როგორც მიხვდით, რიგით მე-6, მონაკოს გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო. ოღონდ, მერსედესმა ამჯერად დუბლი ვეღარ შეასრულა და სეზონში, რომელშიც ინტრიგა ძალიან მალე მოკვდა, ესეც საქმეა…

პილოტების წუთიერი დუმილი ნიკი ლაუდას ხსოვნის პატივსაცემად 

34 წლის ჰემილტონმა მოიგო, მეორე ადგილზე კი (როგორც იქნა!) სებასტიან ფეტელი გავიდა - ფერარის გერმანელი პილოტი, რომელიც წესით, ბრიტანელის მთავარი კონკურენტი უნდა ყოფილიყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ბოტასი ამჯერად მესამე პოზიციას დასჯერდა - ანუ, მერსედესის ორივე პილოტი მაინც ავიდა პოდიუმზე. ვერც ფეტელმა და ვერც ფერსტაპენმა ჰემილტონს ვერაფერი მოუხერხეს - მონაკოში გასწრება ხომ ძალიან ძნელია.

ჰემილტონს ორშაბათს გარდაცვლილი ლეგენდარული მრბოლელის, ნიკი ლაუდას ხსოვნის პატივსაცემად, წითელი ჩაფხუტი ეხურა და მისი კოკპიტის დამცავიც სწორედ ამიტომ იყო წითლად შეღებილი. “ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი რბოლა ჩემს კარიერაში. ნიკი ლაუდას სულისკვეთებით ვიბრძოლე,” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა. მან და გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა გამარჯვება ერთხმად მიუძღვნეს ნიკი ლაუდას ხსოვნას.

საერთო ჩათვლა - TOP 10 (21-დან 6 რბოლის შემდეგ)

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 137

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 120

3. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 82

4. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 78

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 57

6. პიერ გასლი (რედ ბული) - 32

7. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 18

8. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) - 14

9. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 13

10. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) - 13

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 257

2. ფერარი - 139

3. რედ ბული - 110

4. მაკლარენი - 30

5. რეისინგ პოინტი - 17

6. ჰაასი - 16

7. ტორო როსო - 16

8. რენო - 14

9. ალფა რომეო - 13

10. უილიამსი - 0

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები