Thumbnail

მუხლის ტრავმა - ფინალს კანტეც გამოტოვებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანტე ვარჯიშზე დაშავდა
  • ფინალი ბაქოში ოთხშაბათს გაიმართება...

ჩელსის ბაქოში ნ'გოლო კანტე ვერ დაეხმარება, ფრანგმა მუხლის ტრავმა საწვრთნელი პროცესის დროს მიიღო და ვარჯიში შეწყვიტა.

არადა, კანტემ კოჭის ტრავმა რამდენიმე დღეა მოირჩინა რის გამოც კლუბის ბოლო ორი მატჩი ჰქონდა გამოტოვებული.

დაშავებული ლოფტუს-ჩიკი... კანტეს გარდა ჩელსის კიდევ 3 მოთამაშე გამოაკლდება

ბარკლი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი - სარის სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ამ ტრიოს უნდა ენდოს. კანტეს გარდა ასევე ჩელსის ვერ დაეხმარებიან - ანტონიო რუდიგერი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და კალუმ ჰადსონ-ოდოი.

რუბენ ლოფტუს-ჩიკი შესანიშნავ ფორმაში იყო, როდესაც ბოსტონში საქველმოქმედო შეხვედრაში ფეხი გადაიბრუნა და მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები