Thumbnail

ახალი შარაპოვა? პირველი სენსაცია როლან გაროსზე - 18 წლის რუსმა კერბერი გააგდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი 81-ე ადგილზე მყოფ რუსთან დამარცხდა
  • 18 წლის ანასტასია პოტაპოვამ ანჟელიკ კერბერს შანსი არ დაუტოვა

საფრანგეთის ღია პირველობა დაიწყო და უკვე პირველი სერიოზული სენსაციაც დაფიქსირდა: მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი ყველასათვის მოულოდნელად პირველივე წრეში დამარცხდა.

ანჟელიკ კერბერმა საფრანგეთის ღია პირველობა პირველივე რაუნდში დაასრულა

31 წლის გერმანელს ბევრისთვის უცნობმა 18 წლის რუსმა, ანასტასია პოტაპოვამ ორ სეტში, 6:4, 6:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ანჟელიკ კერბერისთვის ეს როლან გაროსზე მე-13 ასპარეზობა იყო და გერმანელი მეხუთედ დამარცხდა პირველ წრეში.

ანასტასია პოტაპოვა როლან გაროსზე პირველი სენსაციის ავტორი გახდა

ვინ არის ანასტასია პოტაპოვა? 18 წლის რუსი საფრანგეთის ღია პირველობის დებიუტანტია. ის ბევრს გაახსენებს მარია შარაპოვას - მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში 1,75 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ შარაპოვაზე 13 სანტიმეტრით დაბალია. მასაც გრძელი ქერა თმა აქვს და დარტყმების დროს მარიასავით ხმამაღლა ყვირის. მართალია, შარაპოვა მის ასაკში გაცილებით წარმატებული იყო, მაგრამ ექსპერტები პოტაპოვას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მით უმეტეს მას მერე, რაც ანჟელიკ კერბერი დაამარცხა...

კომენტარები

ბოლო ამბები