Thumbnail

ლევან მატიაშვილის ბრინჯაო და საქართველოს ნაკრების ორი მედალი ჩინეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ იოანეს ფრეის სძლია
  • იქამდე, საპრიზო ადგილი 90 კილოგრამში მოასპარეზე გიორგი პაპუნაშვილმა დაიკავა

ჩინეთის გრან პრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვას. ჯერ საპრიზო ადგილი 90 კილოგრამში მოასპარეზე გიორგი პაპუნაშვილმა დაიკავა, შემდეგ კი იგივე მძიმე წონაში ლევან მატიაშვილმა გააკეთა.

მატიაშვილი მეოთხედფინალში ჩეხ ლუკას კრპალეკთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ჯერ მასპინძელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ იოანეს ფრეის სძლია. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

📺 ლევან მატიაშვილი იოანეს ფრეის წინააღმდეგ

ლევან მატიაშვილის ბრწყინვალე იპონი გერმანელ ფრეისთან

ლევან მატიაშვილის ბრწყინვალე იპონი გერმანელ ფრეისთან

Posted by Silk Sport on კვირა, 26 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები