Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: რუსთავმა ოლიმპი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სუპერლიგის მე-16 ტური.
  • რუსთავი 75:72 ოლიმპი
  • ამ გამარჯვების შემდეგ, რუსთავმა 27 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა.

საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურში რუსთავმა ოლიმპს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს.

შეხვედრა ქულა ქულაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი ოლიმპმა 19:17 მოიგო, მეორე 10-წუთეულში კი მასპინძლებმა 21:18 გაიმარჯვეს და შედეგად, შესვენებზე მინიმალური უპირატესიბით გავიდნენ: პირველი ნახევარი რუსთავმა 38:37 მოიგო.

ვერც მესამე მეოთხედში გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, რომ ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდებოდა. შეხვედრის მიწურულს რუსთავმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მორის ჰილის 3-ქლიანით სტუმრებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანეს. ოლიმპს თამაშის მოგება შეეძლო, თუმცა რეზო ჩაჩანიძემ ორი საჯარიმო ჩააგდო, რუსთავის უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა და თამაში ასეც მორჩა, 75:72.

რუსთავს 18 ქულით ბრაიან ბერნარდიმ ულიდერა, ხოლო ოლიმპის რიგებში 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო მორის ჰილი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, რუსთავმა 27 ქულა დააგრივა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა, ოლიმპი კი 25 ქულით მე-4 პოზიციაზეა 

კომენტარები

ბოლო ამბები