Thumbnail

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება თბილისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ექვი კლუბი ჩაება
  • ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა, წინ პლეი ოფია

თბილისში მიმდინარეობს ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა, მანამდე კი გახსნის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, მატეუშ ვიდლაკმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მიმართეს.

“მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები და ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას ვესწრები. ძალიან ვამაყობ ჩვენი ფედერაციებით, ასევე ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციითა და იმ წინსვლით, რომელსაც ამპუტანტთა ფეხბურთმა ევროპაში ბოლო წლებში მიაღწია. ჩვენ ვქმნით ისტორიას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და უეფას მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამ ღონისძიების ორგანიზება, ახალი კლუბებისა და ტურნირების ჩამოყალიბების წახალისება და ამპუტანტთა ფეხბურთში ახალი მოთამაშეების ჩართვა. ჩვენი მთავარი მიზანი განვითარებაა. ჩემპიონთა ლიგის პროექტიც ყოველწლიურად გაფართოვდება," - განაცხადა მატეუშ ვიდლაკმა.

მატეუშ ვიდლაკი
📸 | GFF.GE

“ჩვენი ფედერაციისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის, ეს დღე გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ეს თარიღი განსაკუთრებით ემოციურია იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ამ ისტორიული გათამაშების მონაწილეა. დღეს ამაყია თითოეული ის ადამიანი, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ გათამაშების ორგანიზებაში. მიხარია, რომ თბილისი, ჩვენი ქვეყანა, ახალი, დიდი ისტორიის ნაწილი გახდა. დღეს, ევროპის სპორტულ რუკაზე, ჩვენი დედაქალაქი ახალი მასშტაბით დაფიქსირდა. სპორტში განსაკუთრებულ ადგილს მოტივაცია იკავებს, რომელსაც ამ შემთხვევაში ფეხბურთელები გასცემენ. მადლობა ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ფედერაციას, უეფას, რომელიც ამ მიმართულებით მუდმივად ზრდის მასშტაბს და რა თქმა უნდა, თითოეული გუნდის მოთამაშეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარია," - ეს ნიკოლოზ ჯღარკავას სიტყვებია.

ნიკოლოზ ჯღარკავა
📸 | GFF.GE

ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ექვი კლუბი ჩაება: თბილისი (საქართველო), ევერტონი (დიდი ბრიტანეთი), კორკ სიტი (ირლანდია), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი) და დინამო ალტაი (რუსეთი). ქართული გუნდი პირველ შეხვედრაში დინამო ალტაისთან დამარცხდა, შემდეგ კორკ სიტისთან დაზავდა და მე-5 ადგილისთვის პაექრობაში ევერტონს დაუპირისპირდება.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა

კომენტარები

ბოლო ამბები