Thumbnail

ჩინეთის გრან პრი | გიორგი პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირის ბოლო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა
  • მარგიანი უმედლოდ დარჩა, მატიაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ჩინეთის გრან პრის ბოლო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: უშანგი მარგიანმა (90კგ), გიორგი პაპუნაშვილმა (90კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ). სამწუხაროდ, მარგიანმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო და შესაბამისად, გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

სამაგიეროდ, გიორგი პაპუნაშვილმა იასპარეზა უკეთ. მართალია მეოთხედფინალი კუბელ მეტოქესთან დათმო, მაგრამ დამამშვიდებელ წრეში შესანიშნავად იჭიდავა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა და ტურნირი მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა.

გიორგი პაპუნაშვილმა ჩინეთის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

გიორგი პაპუნაშვილმა ჩინეთის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 26 მაისი, 2019

პაპუნაშვილის მსგავსად, მეოთხედფინალში დამარცხდა ლევან მატიაშვილიც, რომელმაც შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები