Thumbnail

პოჩეტინოს უწყინარმა ხუმრობამ მადრიდის რეალი ძალიან გააღიზიანა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არგენტინელის ხუმრობის გამო რეალმა განცხადება გაავრცელა
  • პოჩეტინო და სპურსი ფინალისთვის მომზადებას მადრიდში განაგრძობენ...

ტოტენჰემ ჰოთსპურის მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა, რომელიც მალე ლონდონიდან მადრიდში გადაინაცვლებს.

"რეალის საწვრთნელ კომპლექსზე - ვალდებებასზე მოვემზადებით, თუმცა გუნდს კომპლექსთან მდებარე სასტუმრო უმასპინძლებს" - ამბობდა არგენტინელი.

"ფლორენტინოს (პერესს) ვთხოვე, რომ დასაძინებლადაც ბაზაზე დავრჩენილიყავით, მაგრამ მან მითხრა, რომ რეალის ბაზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიძინებ, როდესაც რეალის მწვრთნელი გავხდები."

არგენტინელის ამ ხუმრობას რეალმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა "გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება ტყუილია, არანაირი სახის მოთხოვნა არ მიგვიღია." - წერს გუნდის ვებგვერდი.

"ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით უეფას და ფინალის მონაწილე გუნდებს - მათ მოითხოვეს სავარჯიშო მოედანი და გასახდელები, საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ თხოვნა არ მიგვიღია."

კომენტარები

ბოლო ამბები