Thumbnail
  • ჩინეთის გრან პრიზე ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა
  • მატიაშვილსა და პაპუნაშვილს ბრინჯაოს მედლების მოგების შანსი აქვთ

ჩინეთის გრან პრის ბოლო დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: უშანგი მარგიანი (90კგ), გიორგი პაპუნაშვილი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ). 

მარგიანმა პირველივე ბრძოლა სირილ გროსკლაუსთან ვაზარითა და იპონით დათმო. გიორგი პაპუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს - ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი კუბელ სილვა მორალესთან წააგო, რის გამოც ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მარგიანის მომგებ გროსკლაუსს შეხვდება. ლევან მატიაშვილმაც მეოთხედფინალი წააგო. იგი ლუკაშ კრპალეკთან იპონზე დაეცა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანელ იოჰანეს ფრაის შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გრან პრის შარშანდელ ტურნირზე ქართველებს არ უასპარეზიათ, წელს კი შანსი აქვთ, რომ ბოლო დღის ფინალურ ბლოკში 2 ბრინჯაოს მედალი აიღონ.

კომენტარები

ბოლო ამბები